ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ისრაელსა და ჰამასის შორის სასწრაფო  ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე


გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია ისრაელსა და ჰამასის შეიარაღებულ დაჯგუფებას შორის სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. 14 არცერთის წინააღმდეგ, ასეთი იყო კენჭისყრის შედეგი, რომელიც ხუთშაბათს გვიან ჩატარდა.აშშ-მა თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს რეზოლუციას, მაგრამ თავშეკავების მიზეზი ეგვიპტის შუამავლობით მოლაპარაკებების შედეგების დალოდებაა.

დღეს ისრაელში უშიშრეობის კაბინეტი იკრიბება, რათა განიხილონ გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია. საგარეო საქმეთა მინისტრის წიფი ლივნის განცხადებით ისრაელი იმოქმედებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და აგრეთვე მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით. რეზოლუციის თანახმად ისრაელმა მთლიანად უნდა გამოიყვანოს ჯარი ღაზას სექტორიდან.

XS
SM
MD
LG