ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობამ შვიდმთელნახევარ პროცენტს მიაღწია


ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევრობამ შვიდმთელნახევარ პროცენტს მიაღწია. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 15წლის მანძილზე.

შრომის დეპარტმენტის განცხადებით ,ეკონომიკის დაღმასვლის შედეგად დეკემბრის თვეში ამერიკის შეერთებულ შტატებში 524 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა, რაც ჯამში 2008 წლის მანძილზე ორი მილიონ ექვსასი ათასი სამუშაო ადგილი გაუქმებას ნიშნავს.ეკონომისტების ვარაუდით, სამუშაო ადგილების გაუქმების სწრაფი ზრდა ერთგვარ ჯაჭვს შექმნის, რაც შეშინებული მომხმარებლების მიერ ფულის დაზოგვითა და პროდუქციის გასაღების პრობლემებით იქნება განპირობებული.

გასულ კვირას ბარაკ ობამამ მოუწოდა კონგრესმენებს ეკონომიკის მასტიმულირებელ გეგმაზე დაიწყონ მუშაობა, რომელიც სახელმწიფოს 800 მილიარდი დოლარი უჯდება და სამუშაო ადგილების შექმნას, გადასახადების შემცირებასა და სკოლებისა და გზების მშენებლობას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG