ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ქაიროში წარმომადგენელს გზავნის


ისრაელი წარმომადგენელს გზავნის კაიროში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის ირგვლივ სასაუბროდ. გეგმა საფრანგეთისა და ეგვიპტის მიერაა შემუშავებული. ისრაელი აცხადებს, რომ ეგვიპტეში ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ამოს გილადი გაემგზავრება. გუშინ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას და განაცხადა, რომ თავად ესაუბრა ისრაელის მხარეს გეგმის შესახებ. ქალბატონი რაისი და ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ ნიუ იორკში არაბული ქვეყნების ლიგის წარმომადგენლებს შეხვდნენ ცეცხლის შეწყვეტის ირგვლივ რეზოლუციის შემუშავების ირგვლივ მოსალაპარაკებლად. ჯერ-ჯერობით გაეროს უშიშროების საბჭო ღაზას კრიზისთან დაკავშირებით ერთიან გეგმაზე ვერ შეთანხმდა.

XS
SM
MD
LG