ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომპიუტერული ტექნოლოგიების მწარმოებელი უდიდესი ჩინური კომპანია სამუშაო ადგილებს ამცირებს.


კომპიუტერული ტექნოლოგიების მწარმოებელი უდიდესი ჩინური კომპანია ლენოვო ჯგუფი სამუშაო ადგილებს თერთმეტი პროცენტით ამცირებს. კომპანიის დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამასი მილიონი დოლარის დაზოგვის მცდელობით, გლობალურად ლენოვოს საწარმოებში ოცდახუთი ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდება. ასევე კომპანიის ხელმძღვანელობის ხელფასების ოცდაათი-ორმოცდაათი პროცენტით შემცირება და ჩინეთისა და აზია-წყნარი ოკეანის დივიზიების გაერთიანებაა დაგეგმილი. გასული წლის ნოემბრისთვის კომპანიის მოგება წინა წელთან შედარებით ოთხმოცი პროცენტით შემცირდა. ლენოვო, რომელმაც 2005 წელს აი ბი ემის ნაწილი იყიდა, კომპიუტერების სიდიდით მსოფლიოს მეოთხე მწარმოებელია.

XS
SM
MD
LG