ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი და პალესტინა ცეცხლის შეწყვეტის  საფრანგეთ -ეგვიპტის  გეგმაზე  დათანხმდნენ


საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის განცხადებით ისრაელი და პალესტინა ცეცხლის შეწყვეტის საფრანგეთ-ეგვიპტის გეგმაზე დათანხმდნენ. სამშაბთს გეგმა თავად ეგვიპტის პრეზიდენტმა ხოსნი მუბარაკმა გაახმოვანა . შეთანხმების მიხედვით ცეცხლის შეწყვეტა დროებითია და სასწრაფოდ უნდა მიეცეს საშუალება ჰუმანიტარული დახმარების ღაზას სექტორში გადაადგილებას. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით ისრაელი მიესალმება საფრანგეთ- ეგვიპტის გეგმას, მაგრამ ინფორმაცია იმის თაობაზე მიიღებს თუ არა ისრაელის მხარე ამ გეგმას არ არის. შეთანხმება ეგვიპტეს საშუალებას აძლევს მოიგოს დრო , რათა ახლო მომავალში პერმანენტულად შეწყდეს ძალადობა ისრაელსა და ჰამასს შორის. დღეს ისრაელმა გასცა ბრძანება დროებით შეჩერდეს სამხედრო ოპერაციები ჰუმანატარული დერეფნის საშუალებით დახმარების ღაზას სექტორში გადასაადგილებლად. ამასობაში გაეროს უშიშროების საბჭო განაახლებს მოლაპარაკებებს ისრაელისა და ჰამასს შორის კონფლიქტის საკითხზე.

XS
SM
MD
LG