ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა  შეწყვიტა ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება


უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით რუსეთმა შეწყვიტა ბუნებრივი აირის ევროპაში მიწოდება. რაც სიცივეების დადგომასთან ერთად ევროპელ მომხმარებელს დიდი პრობლემებს შეუქმნის. ბუნებრივი აირის შეწყვეტა დაკავშირებულია რუსეთსა და უკრაინას შორის ტარიფის ირგვლივ დავასთან. უკრაინული კომპანიის ნეფტოგაზის წარმომადგენელი აცხადებს, რომ რუსეთის კომპანიამ გაზპრომმა ეს გადაწყვეტილება დღეს დილით მიიღო. ამასთან, რუსეთის მხარე აცხადებს, რომ უთანხმოება ამ საკითხთან დაკავშირებით ხუთშაბათისთვის მოგვარდება. უკრაინის ბუნებრივ აირზე დავალიანების გამო ევროპის 12 ქვეყანას პირველი იანვრიდან გაზის მიწოდება შეუმცირდა.მოსკოვი ადანაშაულებს უკრაინას დასავლეთ ევროპაში ტრანზიტის დროს გაზსადენებიდან ბუნებრივი აირის მოპარვას. ხოლო კიევი კი აცხადებს, რომ რუსეთმა უბრალოდ შეწყვიტა მოწოდება. ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი დამოკიდებულია რუსულ გაზზე და იმ შემთხვევაში თუ პრობლემა ხუთშაბათისთვის არ გადაწყდება ევროკავშირი მკაცრ ჩარევაზე იმუქრება.

XS
SM
MD
LG