ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთის პრემიერ მინისტრი: პაკისტანი პანიკას თესავს


ინდოეთის პრემიერ მინისტრი მანმოჰან სინგჰი მუმბაიში განხორციელებულ ტერაქტში პაკისტანის ოფიციალური უწყებების მონაწილეობაზე მიუთითებს.

დღეს დელიში მიმდინარე უშიშიროების კონფერენციაზე მანმოჰანგ სინგჰმა ბრალდებები წაუყენა პაკისტანის მხარეს. მან აღნიშნა, რომ ისლამაბადი ომის ისტერიას ქმნის და რომ სამწუხაროდ ინდოეთს მეზობლების არჩევის საშუალება არ აქვს. მან აქვე დასძინა, რომ ინდოეთის მოსახლეობა ტერაქტის შემდეგ ერთიან პოზიციაზეა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სინგჰის განცხადება პროპაგანდას წააგავს, ხოლო საინფორმაციო საშუალებების მინისტრმა შერი რემანმა მოუწოდა მეზობელ ქვეყანს ,შეწყვიტოს ბრალდებები.

ორშაბათს ინდოეთმა წარუდგინა მტკიცებულებები ისლამაბადს, მუმბაის ტერაქტში პაკისტანის შეიარაღებული დაჯგუფების ლაშქარი თაიბას მონაწილეობის შესახებ.

XS
SM
MD
LG