ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ღაზას სექტორში შეიარაღებულ შეტევას აგრძელებს


ისრაელის შეიარაღებული შეტევის მეთერთმეტე დღეს, ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო მძიმე სახეს იღებს. ღაზას ჯანდაცვის სამსახურები აცხადებენ, რომ მოკლულია ხუთას სამოცი, ხოლო დაჭრილია ორი ათას ხუთასი პალესტინელი. საერთასორისო წითელი ჯვრის ორგანიზაცია აცხადებს, რომ ღაზაში არსებული სიტუაცია ფართომასშტაბიან ჰუმანიტარულ კრიზისს წარმოადგენს. ორგანიზაციის წარმომადგენლის პიერ კრეჰენბუელის თქმით, რაზას საავადმყოფოები გადაჭედილია. საფრანგეტის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ამჟამად რეგიონსი იმყოფება და სირიის პრეზიდენტს ბასარ ალ-ასადს ხვდება. სარკოზის თქმით, სირიას ძალუძს ჰამაზსე ზემოქმედება, რათა ამ შეიარაღებულმა ორგანიზაციამ ისრაელის წინაარმდეგ მიმართული სარაკეტო დარტყმები შეწყვიტოს. ბატონმა ასადმა თავის მხრივ ღაზას დაბომბვებს ბარბაროსული აგრესია უწოდა.

XS
SM
MD
LG