ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ღაზას მახლობლად ცალკეულ შეტაკებებში 5ადამიანი დაიღუპა


ათი დღე გავიდა მას მერე,რაც ისრაელის სამხედრო ძალები ტანკებითა და საჰაერო დარტყმებით განუწყვეტელ შეტევებს ახორციელებენ ღაზას სექტორში. პალესტინელთა ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით,დღეს ღაზას მახლობლად ცალკეულ შეტაკებებში 5ადამიანი დაიღუპა. პალესტინელ ექიმთა ინფორმაციით, ათი დღის მანძილზე ისრაელის მხრიდან განხორციელებული სახმელეთო და საჰაერო შეტევების შედეგად სულ ხუთასი პალესტინელია დაღუპული. შაბათის სახმელეთო იერიშის შედეგად ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და 30 დაიჭრა. ჰამასი კვლავ აგრძელებს სარაკეტო დარტყმებს ისრაელის სამხრეთ ნაწილზე იმ მიზნით,რომ შეაჩეროს აგრესია ღაზაში. ჰამასი აცხადებს,რომ ისლამისტთა ჯგუფი მზადაა ეგვიპტის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას დისკუსიების გამართვასთან დაკავშირებით მხარი დაუჭიროს და ამ მიზნით დელეგაციას აგზავნის ეგვიპტეში .

XS
SM
MD
LG