ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი აგრძელებს სახმელეთო სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში


ისრაელის არმია აგრძელებს სახმელეთო სამხედრო ოპერაციას ღაზას სექტორში. ქვეითთა დანაყოფები სატანკო ნაწილწებისა და ავიაციის დახმარებით, ჰამასის მოძრაობის საბოლოოდ განადგურებას ლამობენ. თვითმხილველთა თქმით, ისრაელის ტანკებმა და ვერტმფრენებმა სექტორის უდიდესი ქალაქი ღაზა სექტორის დანარჩენ ნაწილს მოკვეთეს. დღეს დილით ისრაელის ჯართან შეტაკებებში დამატებით კიდევ ცხრამეტი პალესტინელი დაიღუპა. ღაზას ბევრი მაცხოვრებელი პანიკაში სახლებს ტოვებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლისას აღნიშნა, რომ სამხედრო ოპერაცია ჰამასის მიერ ისრაელის ტერიტორიის დაბომვების ალაგმვას ისახავს მიზნად.

XS
SM
MD
LG