ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირის წარმომადგენლები ახლო აღმოსავლეთს ეწვევიან


ევროკავშირის წარმომადგენლები ისრაელის მიერ პალესტინელთა წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო შეტევების შეწყვეტის მცდელობით ახლო აღმოსავლეთს ეწვევიან. ევროკავშირი ამ მისიით ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს კარელ შვარცენბურგს, მის შვედ და ფრანგ კოლეგებს და ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლეს კომისარს აგზავნის. ევროკავშირი აცხადებს, რომ დელეგაცია ჯერ ეგვიპტეს ესტუმრება, ხოლო შემდეგ ისრაელში ქვეყნის პრემიერ მინისტრს ეჰუდ ოლმერტსა და პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდება. შემდეგ ევროპელები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისკენ და იორდანიისკენ აიღებენ გეზს. ევროკავშირი აცხადებს, რომ რამალაში პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტთან მაჰმუდ აბასთან შეხვედრაში საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც მიიღებს მონაწილეობას.

XS
SM
MD
LG