ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა მოუწოდებს კონგრესმენებს  სასწრაფოდ დაამუშავონ ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა


ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა მოუწოდებს კონგრესმენებს სასწრაფოდ დაამუშავონ ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა ,რომელიც სამი მილიონი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. შაბათის რადიო გამოსვლაში ბარაკ ობამამ აღნიშნა,რომ ბევრ ამერიკელ ოჯახს ახალი წელი სირთულეებისა და არასტაბილურობის მოლოდინით გაუთენდა. ბარაკ ობამა-რომელიც ხელისუფლებაში 20 იანვარს მოვა, აცხადებს,რომ პირველივე კვირას შეხვდება დემოკრატ და რესპუბლიკელ კონგრესმენებს, რათა ეკონომიკის გაჯანსაღების სამომავლო გეგმებზე იმსჯელოს. რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებიან მასტიმულირებელი პაკეტის გეგმას,რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლების განცხადებით, 775მილიარდი დოლარი დაუჯდება სახელმწიფოს. ეკონომიკური განვითარების ფონზე პარასკევს, ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ შექმნილი სიტუაციის ღრმად შესწავლის შედეგად შემუშავებულია მიმართულება ,რომელიც ფინანსურ ინსტიტუტებს მოსალოდნელი გაკოტრებიდან დაიფარავს.

XS
SM
MD
LG