ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი ირანში იმყოფება ვიზიტით


ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი ირანში იმყოფება ვიზიტით. შეხვედრების დროს განიხილება პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები ორ მეზობელ ქვეყანას შორის. თეირანში ერაყელ სტუმარს წითელი ხალიჩაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირები შეეგებნენ. ბაღდადში ირანის ელჩის ჰაზან ქაზემი ქომის განცხადებით ხელახალი განხილვა მოხდება იმ 110 ხელშეკრულებისა, რომელიც 2 ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ და კომერციულ დარგებშია დადებული. ერაყი და ირანი აგრეთვე განიხილავენ ბაღდადსა და ვაშინგტონს შორის დადებულ უსაფრთხოების ხელშეკრულებას , რომლის მიხედვითაც ამერიკის ჯარები ერაყში 2011 წლამდე დარჩებიან.
XS
SM
MD
LG