ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შრი ლანკას დედაქალაქში კოლომბოში ძლიერი აფეთქება მოხდა


შრი ლანკას დედაქალაქში კოლომბოში ძლიერი აფეთქება მოხდა. ინცინდენტი გუშინ შრი ლანკას მთავრობის მიერ სეპარატისტ თამილ ვეფხვების მეამბოხეების ადგილსამყოფელის დაკავებას უკავშირებენ. ძალოვნები იძიებენ მომხდარ ფაქტს. პარასკევს კამიკაძე ტერორისტმა სამი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. თავდასხმები მას შემდეგ დაიწყო , რაც ქვეყნის პრეზიდენტმა მაჰინდა რაჯაპაკსამ გამოაცხადა სამხედროების მიერ ქალაქ კილინოჩის აღების შესახებ. ბრძოლები ამ ქალაქისთვი რამოდენიმე თვე გრძელდებოდა. სეპარატისტებმა ქალაქი კილინოჯი დაკარგეს და ამიტომ გადანაცვლება ჩრდილო აღმოსავლეთით მოუწიათ. შრი ლანკას სამხედროები აცხადებენ,რომ დღეს სამხედრო ოპერაცია კვლავ გაგრძელდება მეამბოხეების მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან განდევნის მიზნით.

XS
SM
MD
LG