ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კუბაში რევოლუციის 50 წლისთავი  აღინიშნება 


კუბაში რევოლუციის 50 წლისთავი აღინიშნება. კუბის პრეზიდენტმა რაულ კასტრომ ამ დღესთან დაკავშირებით ოფიციალური ცერემონიები ჩაატარა .თავის გამოსვლაში რაულ კასტრომ რევოლუციისადმი და კომუნისტური მთავრობისადმი ერთგულება გამოხატა.მან გაიმეორა თავისი ძმის სიტყვები, რომელიც რევოლუციის პირველ დღეებში გააკეთა ფიდელ კასტრომ . ფიდელ კასტრო წვეულებებს არ ესწრებოდა, მაგრამ მან გაზეთ „გრანმას „ საშუალებით წერილობით მიმართა კუბის მოსახლეობას. ფიდელ კასტრო უკვე 2 წელია არ გამოჩენილა სახალხოდ. დეტალები მისი ავადმყოფობის შესახებ სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს. ჩინეთის, რუსეთის და ლათინური ქვეყნების ლიდერებმა მილოცვა გაუგზავნეს კუბის მთავრობას.
XS
SM
MD
LG