ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა და წარმომადგენელთა პალატის  სპიკერი ნენესი პელოსი ერთმანეთს ორშაბათს შეხვდებიან


აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტი ბარაკ ობამა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენესი პელოსი ერთმანეთს ორშაბათს შეხვდებიან. განხილვის საგანი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მასტიმულირებელი გეგმის განხილვაა. ამ გეგმის მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და აშშ-ის ბიზნესში ინვესტირება. გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის“ განცხადებით, პელოსს სურს, რომ გეგმა მზად იყოს ხელმოსაწერად , როგორც კი ბარაკ ობამა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება. მასტიმულირებელი გეგმა 675- დან 775 მილიარდ დოლარამდე დახმარებას მოიცავს.
XS
SM
MD
LG