ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის მთავრობამ ნებართვა დართო ასობით უცხოური პასპორტის მქონე მოქალაქეს დატოვოს ღაზას სექტორი


ისრაელის მთავრობამ ნებართვა დართო ასობით უცხოური პასპორტის მქონე მოქალაქეს დატოვოს ღაზას სექტორი. ამ დროისათვის ისრაელის მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად 420 პალესტინელია დაიღუპული და 2000-მდე დაჭრილი. დღეს მოსალოდნელია 400 ადამიანის ევაკუაცია კონფლიქტის ზონიდან. იზრდება დაძაბულობა ღაზას საზღვარზე მოსალოდნელი სახმელეთო ოპერაციის გამო. ისრაელის ჯარმა 48 საათით დაკეტა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპირო და შეზღუდა ყველანაირი გადაადგილება ამ ზონაში , გარდა გადაუდებელი სიტუაციებისა. ისრაელს მობილიზებული ჰყავს ათასობით უშიშროების ძალები, რადგანაც ჰამასმა მოუწოდა იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანპიროზე მყოფ პალესტინელებს, მიიღონ საპროტესტო აქციაში მონაწილეობა , რომელიც შუა დღის ლოცვების შემდეგ დაიწყება. ჰამასი იმუქრება ,რომ შურს იძიებს მისი ერთ-ერთი ლიდერის ნაზირ რაიი ნის მკვლელობის გამო.
XS
SM
MD
LG