ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ტანკები და სამხედროები ღაზის საზღვართან იმყოფებიან


ისრაელის ტანკები და სამხედროები ღაზას საზღვართან იმყოფებიან. ამასობში ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები მეექვსე დღეა ჰამასის ადგილსამყოფელებს ბომბავენ.

მაშინ როდესაც ისრაელის ოფიციალური პირები მსჯელობდნენ სახმელეთო ოპერაციის დაწყებას, საჰაერო დარტყმები ხორციელდებოდა ჰამასის მთავრობის შენობებზე, გვირაბებზე რაკეტების გამშვებებზე.

პალესტინელების განცხადებით საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა ჰამასის პოლიტიკური ლიდერი ნაზარ რაიიანი და მასთან ერთად კიდევ 4 ადამიანი მისი ოჯახის წევრების ჩათვლით. მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში სრაელმა პირველად ჰამასის მაღალი რანგის წარმომადგენელი მოჰკლა. ამ დროისათვის 400 პალესტინელი დაიღუპა და 1000-ობით დაიჭრა. გაეროს განცხადებით დაღუპულთა ერთ მეოთხედს მშვიდობიანი მოსახლეობა წარმოადგენს. ჰამასის მიერ გასროლილ რაკეტებს 4 ისრაელელის სიცოცხლე შეეწირა.

მსოფლიოს ლიდერები შეშფოთებულები არიან ღაზას სექტორში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობით და აძლიერებენ დიპლომატიური ძალისხმევას , რათა შეაჩერონ ძალადობა. ამასთან ოთხშაბათს გაეროს უშიშროების საბჭომ უარყო არაბები მმმიერ წამოყენებული ჭინადადება სასწრაფო ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

XS
SM
MD
LG