ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკომისია ღაზას სექტორში ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს



ევროკომისიამ ისრაელს ღაზას სექტორში მიმდინარე ფართომასშტაბიანი სამხედო ოპერაციის დაუყონებლივი შეწყვეტისკენ მოუწოდა. დღეს ბრიუსელში მოქმედმა კომისიამ, რომელიც ევროსაბჭოს აღმასრულებელ ფრთას წარმოადგენს, განცხადება საკითხთან დაკავშირებით, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პარიზის შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ღაზაში მიმდინარე ძალადობა ძალზე აზარალებს მშვიდობიან მოსახლეობას. კომისია ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას მოითხოვს. ევროკომისია აგრეთვე ჰამასსაც მოუწოდებს ისრაელის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების შეწყვეტისკენ. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გუშინ ისრაელსა და ჰამასს საბრძოლო მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტა მოსთხოვა. მან აგრეთვე მსოფლიოს ლიდერები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი უფრო მეტს უნდა აკეთებდნენ კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარის დასაშოშმინებლად. გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გააკრიტიკა ჰამასი ფატას მოძრაობასთან დიალოგის გამართვის უარყოფისთვის. მისი თქმით ჰამასმა პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის ლიდერობა უნდა აღიაროს.

XS
SM
MD
LG