ამერიკაში
კერძო საკუთრების ღირებულება რეკორდულად დაეცა.
ამერიკის ოც უდიდეს ქალაქში ჩატარებულმა გამოკვლევამ გამოააშკარავა ის, რომ
კერძო საკუთრების ღირებულება რეკორდულად დაეცა. ზოგი ეკონომისტი თვლის, რომ ამერიკის
ცუდ მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ შემადგენელს სწორედ კერძო საკუთრების
ბაზარი წარმოადგენს და რომ რეცესიიდან გამოსვლა მხოლოდ ამ ბაზრის გაუმჯობესების
შემთხვევაშია შესაძლერბელი. ამ გამოკვლევის თანახმად შარშანდელთან შედარებით კერძო
საკუთრების ფასი ორი პროცენტით დაეცა.