ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაილანდში ათასობით მოპიკეტე  2 დღეა ბლოკავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას


ტაილანდის ახალმა პრემიერ მინისტრმა აბისიტ ვეჯაჯივამ სამშაბათს პირველი პოლიტიკური მიმართვა გააკეთა, მას შემდეგ რაც მოპიკეტეებმა პარლამენტის შენობა ბლოკადაში მოაქციეს. ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროში კანონმდებლების წინაშე აბისიტ ვეჯაჯივამ განცხადა, რომ მისი მთავრობა ეკონომიკის , სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობის გამოსწორებაზე იმუშავებს. მისივე განცხადებით აუცილებელია ეკონომიკის სტიმულირება მრავალთვიანი საპროტესტო აქციების და პოლიტიკური დაძაბულობის შემდეგ. ამ წლის განმავლობაში აბისიტ ვეჯაჯივა მესამე პრემიერ მინისრია.მაგრამ მისი სახელი არ უკავშირდება განდევნილ პრემიერ მინისტრს თაქსინ შინავატრას. ახლადარჩეული პრემიერ მინისტრი იძულებული გახდა თავის პირველი გამოსვლა გადაეტანა სხვა შენობაში, რადგანაც შინავატრას მომხრეებმა არ მისცეს საშუალება პარლამენტში შესვლის. ათასობით მოპიკეტე 2 დღეა ბლოკავს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. განდევნილი პრემიერ მინისტრის მომხრეები ხელახლი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG