ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარუმატებელი სასამართლო საქართველოში


სასამართლო რეფორმა დემოკრატიის მსურველთათვის, ისევე როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ უმთავრესი მოთხოვნაა. წლის ბოლოს ყოველთვის ხდება ხოლმე შეჯამება და მომავალი სიახლეების ანალიზი. ახალგარზდა იურისტთა ასოციაციის ახალმა თავმჯდომარემ, რამდენიმე დღის წინ გააკეთა მოხსენება, სადაც გასულ წელს ყველაზე თვალნათელ ხარვეზებზე და დაგეგმილი რეფორმების ეფექტურობაზე ისაუბრა. თამარ ხიდაშელმა მისი ორგანიზაციის სახელით რამდენიმე რეკომენდაციაც გასცა. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი გამოსვლიდან. თამარ ხიდაშელი – გარდა იმისა, რომ სასამართლო ხელისუფლებაში საკმაოდ სერიოზული პრობლემა არის - არ ხდება გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, ასევე ძალიან დიდი პრობლემაა მოსამართლეების გაუნათლებლობა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ბევრი მარგალიტი აქვს ამოკრეფილი, რომელიც ნებისმიერი იურისტისათვის, თუკი მას გაეცნობა, აშკარა იქნება. ამის ყველაზე თვალნათელი მაგალითები არის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, საბედნიეროდ საპარლამენტო არჩევნებზე სურათი საგრძნობლად შეიცვალა, ეს იყო პოლიტიკური ნება და ამიტომ შეტანილი საჩივრები არა მხოლოდ განიხილეს, არამედ ზოგიერთი მათგანი დაკმაყოფილებულიც კი იყო. რათქმა უნდა სასამართლო რეფორმა არის აუცილებელი და ჩვენ მივესალმებით ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს სასამართლო ხელისუფლების თავისუფლების გარანტად, მაგრამ აუცილებლად უნდა გავითავლისწინოთ ჩვენი ქვეყნის რეალობა, ქვეყანა სადაც ძალიან პატარა საზოგადოება ცხოვრობს და ყველა ერთმანეთს იცნობს. მოსამართლეთა უვადო დანიშვნასაც მივესალმებით, მაგრამ ჩვენი რეკომენდაციაა რომ ამ მოსამართლეების შესახებ, ვიდრე უვადოთ დაინიშნებიან, მათ შესახებ საზოგადოებას უნდა ქონდეს ამომწურავი ინფორმაცია. იუსტიციის სამინისტროში ოპოზიციის წარმომადგენლის დანიშვნასაც მვესალმებით და ამ მიმართულებითაც ჩვენ გავეცით მთელი რიგი რეკომენდაციები და იმედი გვაქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მხრიდან ჩვენთან თანამშრომლობაზე მზაობა და ღიაობა იქნება. - მე შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენდით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, თამარ ხიდაშელს, რომელიც უზენაეს სასამართლოში უკანაკსნელი წლის ხარვეზებსა და მომავალ წელს დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობდა.

XS
SM
MD
LG