ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხოსტის პროვინციაში აფეთქების შედეგად 7ადამიანი დაიღუპა


კვირას ავღანეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ,რომ ქვეყნის სამხრეთ- აღმოსავლეთით ხოსტის პროვინციაში,საშუალო სკოლის შენობის წინ კამიკაძე ტერორისტის აფეთქების შედეგად 7ადამიანი დაიღუპა.დაჭრილია 36. დაღუპულთა შორის ოთხი ბავშვია და ორი დაცვის სამსახურის თანამშრომელი. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ,ტერორისტი ცდილობდა სამთავრობო შენობასთან აეფეთქებინა თავი,მაგრამ ბომბი ნაადრევად აამოქმედა მას მერე,რაც მასზე ეჭვი მიიტანეს. შაბათს სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარში გზისპირას დაფლული ნაღმის აფეთქების შედეგად ნატოს ჯარების ორი კანადელი ჯარისკაცი და ორი ავღანელი მოქალაქე დაიღუპა .

XS
SM
MD
LG