ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენაზირ ბჰუტოს გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა


ასორმოცდაათ ადამიანზე მეტი შეიკრიბა სამხრეთ პაკისტანში იმისათვის,რათა პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბენაზირ ბჰუტოს გარდაცვალებიდან ერთი წლისთავი აღენიშნათ. ოქსფორდის განათლების მქონე, ქარიზმატული პიროვნება ბენაზირ ბჰუტო კამიკაძე ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა შარშან ქალაქ რავალფინდში,საარჩევნო კამპანიის დროს. ბჰუტოს მოსაგონრად პაკისტანელები სიდჰის პროვინციაში მის საფლავთან შეიკრიბნენ.ბენაზირ ბჰუტოს მეუღლემ -პაკისტანის პრეზიდენტმა ასიფ ალი ზარდარიმ თავის სიტყვაში განაცხადა,რომ მიუხედავად იმისა,რომ მისი მეუღლე მოკლეს, ბენაზირ ბჰუტოს მიერ პაკისტანის დემოკრატიისკენ გაკვალულ გზას ტირანები ვერაფერს დააკლებენ. პარასკევს, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კიმუნმა იმედი გამოთქვა,რომ ძიების საბოლოო დასკვნა ბენაზირ ბჰუტოს მკვლელობასთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებისათვის მალე გახდება ცნობილი .

XS
SM
MD
LG