ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანს ინდოეთთან ომი არ სურს


პაკისტანის პრემიერ მინისტრმა იუსაფ რაზა გილანმა ხელმეორედ განაცხადა რომ მის ქვეყანას მეზობელ ინდოეთთან ომი არ სურს. დღეს სატელევიზიო მიმართვაში ბატონმა გილანმა განაცხადა რომ პაკისტანს სურს ინდოეთთან მეგობრული დამოკიდებულება და იქვე დაამატა რომ პაკისტანი თავდასხხმას არ აპირებს მაგრამ მოახდენს საპასუხო რეაგირებას ინდოეთის მხრიდან თავდასხმის შემთხვევაში.

ოფიციალური ვაშინგტონი მოუწოდებს ორივე მხარეს მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას და თავი აარიდონ დაძაბულობის ესკალაციას. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდგე რაც პაკსიტანმა თავისი სამხედრო ძალები ინდოეთის საზღვართან გადასხა.შეგახსენებთ რომ ინდოეთი გასულ თვეს მუმბაიში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის თავკაცებად პაკსიტანელ მეამბოხეებს ასახელებს. პაკსიტანის სახმელეთო და საზღვაო ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან მოყვანილი.თუმცა ინდოეთის ლიდერები პაკისტანს მოუწოდებენ რომ ნუ შექმნიან საომარ მდგომარეობას. ინდოეთის საგარეო სააქმეთა მინისტრის მოადგილე ანანდ შარმა განაცხადა რომ მის მთავრობას სურს ისლამაბადმა უფრო გეგმაზომიერი ნაბიჯები გადადგს და პაკისტანი ტერორისტებისგან გაწმინდოს. პაკისტანისმიერ სპეკულაზია ომის შესახებ გაუმართლებელი და უპასუხისმგებლო საქციელია. პაკისტანმა ომის სპეკულაციის სანაცვლოდ უნდა დაიცვას მისივე ინტერესები რეგიონში და შეეცადოს მიიღოს ზომები ორი ტერორისტული დაჯგუფების ლაშკარ-ე_თაიბასა და ჯამატ-უდ-დავას წინააღმდეგ. აცხადებს ანანდ შარი.


XS
SM
MD
LG