ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში ავტომობილში ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა


ერაყის პოლიციის განცხადებით,ბაღდადში ავტომობილში ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა 22 და დაიჭრა 54 ადამიანი. პარასკევს, ალ-ანბარის დასავლეთ პროვინციაში კომენდატის საათი დაწესდა. პოლიცია თითქმის კარდაკარ დადიოდა და სათითაოდ ჩხრეკდა სახლებს იმისათვის,რათა ალ-ყაიდას ლიდერები შეეპყრო.

ამ ფონზე რამადიში ,პოლიციის შენობიდან სამი მეამბოხე გაიქცა. გაქცევისას მემბოხეებმა ცეცხლი გახსნეს,რის შედეგადაც 13 ადამიანი დაიღუპა. ანბარის პოლიციის უფროსის განცხადებით, არეულობა მაშინ დაიწყო,როცა ერთერთმა დაკავებულმა საჭიროების გამო საკნიდან გარეთ გასვლა მოითხოვა.გაყვანის შემდეგ მან ბადრაგზე ძალა იხმარა,იარაღი წაათვა,მოკლა და გაქცევა სცადა.შექმნილი არეულობით დანარჩენმა დაკავებულებმაც ისარგებლეს,რასაც პოლიციის მხრიდან საპასუხო სროლა მოჰყვა. ორმხრივი სროლისას 7დაკავებული დაიღუპა.ასევ დაიჭრა შვიდი პოლიციელიც.

XS
SM
MD
LG