ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბანგლადეშში საპარლამენტო არჩევნების კამპანია ბოლო ფაზაში შევიდა


ბანგლადეშში საპარლამენტო არჩევნების კამპანია ბოლო ფაზაში შევიდა და ორი დაწინაურებული პოლიტიკური ლიდერი ორშაბათამდე მარათონის ბოლო დღეებს ითვლის. ბანგლადეშში არჩევნები დემოკრატიის აღდგენისათვის ტარდება, რასაც წინ სამხედრო მთავრობის ორწლიანი მართველობა უძღოდა.ავამის ლიგის ლიდერი შეიკ ჰასინა ამჟამად ქალაქ დაქაშია. მისი მოწინააღმდეგე კჰალედა ზია ბანგლადეშის ეროვნული პარტიიდან კი ჩიტაგონგში .ისინი საარჩევნო კამპანიას ამჯერად ზემოთ ჩამოთვლილ ქალაქებში ეწევიან. 600ათასი სამხედრო ოფიცერი და ჯარისკაცი ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების დასაცავადაა მობილიზებული.არჩევნების ჩატარებას ორასი ათასი ადგილობრივი და ორი ათასი უცხოელი დამკვირვებელი გააკონტროლებს. ადგილობრივი არჩევნების სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარემ ნაზმულ აშან კალიმულაჰმა განაცხადა,რომ დამკვირვებლები ყველანაირად ეცდებიან საარჩევნო პროცედურების დროს +შედეგების გაყალბების შემთხვევები ადგილზევე გამოაშკარავონ.

XS
SM
MD
LG