ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა 19 პატიმარი შეიწყალა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უჩვეულო ნაბიჯი გადადგა. 19-ი შეწყალებული მსჯავრდებულიდან ერთერთის შეწყალება გადაიფიქრა. თეთრი სახლის პრეს მდივანი დანა პერინო აცხადებს რომ ნიუ იორკის უძრავი ქონების ბროკერის აიზეკ რობერტ ტუსის შეწყალება პრეზიდენტმა მას შემდეგ გადაიფიქრა რაც მსჯავრდებულის საქმის უცნობ დეტალებს გაეცნო, კერძოდ კი მას შემდეგ რაც შეიტყო რომ რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკოსები, მათ შორის საპრეზიდენტო კანდიდატი ჯონ მაკკეინი ტუსის მამისგან ფულად დახმარებას იღებდნენ. ამავე განცხადების თანახმად პრეზიდენტისთვის ნათელი გახდა ტუსის კრიმინალური წარსულის დეტალებიც.

ტუსს ბრალად ედებოდა საფოსტო გზავნილებისა და კავშირგაბმულობის სისტემების გამოყენებით თაღლითობა აშშ-ის ქალაქიის კეთილმოწყობის დეპარტამენტისთვის და ყალბი ანგარიშების წარდგენა.

XS
SM
MD
LG