ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში ბომბის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა


ერაყის პოლიცია აცხადებს, რომ დღეს მანქანაში ჩამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. აფეთქება ბაღდადის შიიტებით დასახლებული უბნის ერთ-ერთი ცნობილი რესტორანის წინ მოხდა. ბაღდადის პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი ტერაქტის შედეგად აგრეთვე დაშავდა 13 ადამიანი და მათ შორის ერთი პოლიციელი. ერაყის ძალოვნები ამ ეტაპზე არ ასახელებენ ტერაქტის ორგანიზატორებს. ამას გარდა ერაყში კიდევ ერთ ინცინდენტს ჰქონდა ადგილი ტერორისტებმა ქალაქ კირკუკში გამავალი ნავთობსადენი ააფეთქეს. მიმდინერეობს დაზიანებული ნავთობსადენის აღდგენა.

XS
SM
MD
LG