ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი წიფი ლივნი ეგვიპტეს ესტუმრება


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი წიფი ლივნი ეგვიპტეს ესტუმრება. განხილვის საგანი ისრაელ-ღაზას საზღვარზე გამძაფრებული მდგომარეობაა. ლივნიმ შესაძლოა ჰამასთან ზავის დადებაზეც გამართოს მოლპარაკება. დღეს წიფი ლივნი ეგვიპტის პრეზიდენტს ჰოსნი მუბარაკს ქაიროში შეხვდება.სწორედ ეგვიპტე შუამავლობდა მანამდე ექვსთვიან შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.დაძაბულობა შეთანხმების ვადის ამოწუევისთანავე გაიზარდა. ისრაელის თავდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით ისინი ემზადებიან საპასუხო სამხედრო ოპერაციისთვის.ოთხშაბათს ღაზას სექტორიდან ჰამასის მეომრებმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 60-მდე რაკეტა და ნაღმი ისროლეს. საპასუხო სამხედრო ოპერაცია სავარაუდოდ არ იქნება შემოფარგლული მხოლოდ საჰაერო დარტყმებით, აცხადებენ ოფიციალუი პირები. შეტევის დაწყების დროს არ ასახელებენ, მაგრამ ისრაელის სამხედროები ამინდის გამოსწორებას ელოდებიან. ისრაელის მთავრობამ ყველა ქალაქი ღაზას სექტორიდან 30 კილომეტრის რადიუსით განგაშის სისტემაში გააერთიანა და ყველა სამაშველო სამსახური მობილიზება მოახდინა.

XS
SM
MD
LG