ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნური ალ მალიკი თურქეთის უმაღლეს პირებს ხვდება


ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი ანკარაში იმყოფება ვიზიტით. განხილვის საგანი ერაყის ჩრდილოეთით მოთარეშე ქურთ სეპარატისტებთან ბრძოლაა.

დღეს პრემიერ მინისტრმა მალიკიმ გასულ თვეში ჩამოყალიბებული კომიტეტის მიმართ თანადგომა გამოხატა. კომიტეტში თურქეთი, ერყი და აშშ შედის და იგი ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შეიქმნა.

ქურთთა სეპარატისტული დაჯგუფება 1984 წლიდან თურქეთისგან დამოუკიდებლობას ითხოვს.

დღეს ნური ალ მალიკი საუბარს ამ პრობლემაზე ანკარაში თურქეთის პრეზიდენტთან აბდულა გულ-თან და პრემიერ მინისტრთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან აპირებს.

თურქეთის სამხედროებზე გახშირებულმა თავდასხმებმა თურქეთის ჯარის საპასუხო შეტევები გამოიწვია . ვაშინგტონი და ბაღდადი შიშობს, რომ კონფლიქტმა შეიძლება ჩრდილოეთ ერაყში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

XS
SM
MD
LG