ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ეკონომიკის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა


დღეს საფონდო ბირჟებზე აქციების დავარდა. ამ ფონზე ამერიკის შეერთებული შტატებში ეკონომიკური მდგომარეობა უფრო დამძიმდა.

იაპონიის ნიკეის ინდექსმა დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 200 ნიშნულით დაიწია. ასევე დიდი მაჩვენებლით დაღმასვლას აფიქსირებენ ჰონკონგის,მუმბაის,სეულისა და შანჰაის ბირჟები. ანალოგიური მდგომარეობაა ლონდონისა და პარიზის საფონდო ბირჟებზეც.

სადღესასწაულო დღეებში საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა ძალზე შესუსტდა და ევროპაში რამოდენიმე ბირჟა და მათ შორის ფრანკფურტის საფონდო ბირჟა დაიხურა.

აზიის წამყვანი კომპანიების აქციებიც ასევე დაღმასვლას განიცდიან. იაპონურმა ავტომწარმოებელმა კომპანიამ „ტოიოტამ“ ორშაბათის მერე ოთხი პროცენტით დაბლა დაიწია, რაც კომპანიის სამოცდაათწლიანი არსებობის მანძილზე პირველი შემთხვევაა.

სამშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ კონკრეტულად დაასახელა ვარდნის შედეგად მიღებული მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები.ამერიკის შიდა ბაზარზე კვლავ მაჩვენებლების ვარდნა ფიქსირდება, რაც უძრავ ქონებაზე უმდაბლესი ფასებითაა განპირობებული.

XS
SM
MD
LG