ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის     წარმოამდგენელის შონ მაკკორმაკის განცხადება


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმოამდგენელის შონ მაკკორმაკის განცხადება.

შეერთებული შტატები სინანულს გამოხატავს რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელმაც ვეტო დაადო ეუთოს წევრი 55 სახელმწიფოს ძალისხმევას გაეგრძელებინათ ამ ორგანიზაციის მისიის მანდატი საქართველოში.

ეუთოს ფინელი თავმჯდომარის დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით ამ ორგანიზაციის 56 წევრიდან 55-ის დათანხმება მოხერხდა რათა გაგრძელებულიყო ეუთოს მანდატი საქართველოში. მაგარმ მთელი საერთაშორისო საზოგადოების საწინააღმდეგოდ რუსეთმა ეუთოს მანდატის შეცვლა მოითხოვა მის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით. გაერომ, ევროკავშირმა და დიდი შვიდიანის წევრებმა დაგმეს რუსეთის მიერ ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, ეუთის წევრი სახელმწიფოები ცნობენ საქართველოს სუვერენიტეტს ამ ქვეყნის საერტაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეუთოს მისია საქართველოში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა კავკასიაში კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ეუთოს დამკვირვებლები მონაწილეობდნენ ადამიანის უფლებების დაცვის და ჰუმანიტარული პრობლემების გადაწყვეტაში ასევე სამხედროების მონიტორინგში. ისინი მუშაობდნენ ეროვნული უმცირესობების დაცვის და ლტოლვილთა პრობლემების მოგვარებაზე.

რუსეთის გადაწყვეტილება ეუთოს მისიის მუშაობის შეჩერების შესახებ ძნელი ასახსნელია, რადგან ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს დაძაბულობას მთელს რეგიონში. ჩვენ შეშფოთებას გამოვხატავთ ადამინაის უფლებათა დარღვევების და რეგიონში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის გამო. ჩვენ მოუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას შეთანხმებას მიაღწიოს ეუთოს სხვა დანარჩენ წევრებთან და ნება დართოს ამ ორგანიზაციას თავისი მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულოს ამ რეგიონში.

XS
SM
MD
LG