ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს რუსეთის  წყალქვეშა სარაკეტო გამოცდა ვერ განხორციელდა


რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ დღეს წყალქვეშა სარაკეტო გამოცდა ვერ განხორციელდა. სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით, ბულავას რაკეტა განადგურდა მას შემდეგ რაც იგი თეთრ ზღვაში განლაგებული ატომური წყალქვშა ნავიდან გასტყორცნეს.

საზღვაო ფლოტის წარმომადგენელმა დაადასტურა ამ გამოცდის ჩატარება. მისი განცხადებით, ფასდება შედეგები, თუმცა დამატებითი დეტალების დაკონკრეტებისგან მან თავი შეიკავა.ბულავა ათი ბირთვული ქობინის გადასატანად არის გათვალისწინებული მაქსიმუმ რვა ათასი კილომეტრის რადიუსზე გასაშვებად.

XS
SM
MD
LG