ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მულა  ომარი არანაირ მოლაპარაკებებს არ  აწარმოებს ავღანეთის მთავრობასთან


თალიბთა ლიდერი მულა ომარი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას რომ ეს დაჯგუფება მოლაპარაკებებს აწარმოებს ავღანეთის მთავრობასთან. მან დღეს ასევე განაცხადა რომ თალიბთა დაჯგუფება საუდის არაბეთთან და არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. როგორც ცნობილია თალიბთა ლიდერი პაკისტანის დასავლეთში იმალება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მისი დაკავებაში 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა რომ თუ კი თალიბთა ლიდერი მშვიდობიან მოლაპარაკებებს დათანხმდება იგი მას შეიფარებს. პრეზიდენტი დღეს ხოსტის პროვინციას ესტუმრა რათა დაესწროს ამერიკის შეერტებული სტატების კოალიციური ჯარების მიერ გასულ კვირას რეიდის დროს მოკლული სამი ავღანელის დაკრძალვის ცერემონიას. ამერიკის შეერტებული შტატები აცხადებს რომ ეს ადამიანები ალ ყაიდასთან იყვნენ დაკავშირებულები ხოლო ავღანეთის ოფიციალური პირები აზუსტებენ რომ ისინი უბრალო მოქალაქეები იყვნენ.
XS
SM
MD
LG