ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთი  იგნორირებას უკეთებს ქვეყანაში მყოფ 1000 ამდე ახალ მოსახლე ბავშვს


ჰუმან რაითს ვოჩი აცხადებს რომ საბერძნეთი იგნორირებას უკეთებს ქვეყანაში მყოფ 1000-ამდე ახალ მოსახლე ბავშვს. ეს ბავშვები ქვეყანაში მშობლების და მეთვაყურეების გარეშე იმყოფებიან .

ჰუმენ რაითს ვოჩმა ორშაბათს ანგარიში გამოაქვეყნა სადაც ორგანიზაცია საბერძნეთს ამ ბავშვების მიმართ გამოჩენილ უყურადგებობაში სდებს ბრალს. ამ ბავშვების უმეტესობა ავღანეთიდან სომალიდან და ერაყიდან არიან. ორგანიზაცია აცხადებს რომ ეს ბავშვები ყოველდრიურად გადარჩენისთვის იბრძვიან. ისინი იძულებულნი არიან ისეთ სამუშაოებს მოკიდონ ხელი რომლებიც სახიფათოა. მათი დიდი ნაწილი მათხოვრობს და ღამეს ქუჩაში ათევს. ჰუმენ რაიც ვოჩის განცხადებით ეს ბავსვები არანაირ სახელმწიფო დახმარებას არ იღებენ, არანაირი ლეგალური სტატუსი არ ააქვთ და აქედან გამომდინარე ვერც ქვეყანას ტოვებენ ლეგალურად.

ორგანიზაცია ასევე აცხადებს რომ ეს ბავშვები ხსირად საბერძნეთის ოფიციალური პირების მიერ ცუდი მოპყრობის მსხვერპლნი ხდებიან. მათ ხშირად სცემენ. არასრულწლოვან გოგოებს აკავებენ და ციხეშ ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ამყოფებენ.

XS
SM
MD
LG