ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასისის ოფიციალური პირები შეასრულებენ  24 საათიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას


ჰამასისისოფიციალური პირები აცხადებენ რომ ისინი შეასრულებენ 24 საათიან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას რათა ხელი შეუწყონ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შესვლას.

ჰამასი აცხადებს რომ დღეს ცეცხლის შეწყვეტა ეგვიპტიდან ღაზაში საქონლის შეტანას შეუწყობს ხელს. მაგრამ ჯერ არ არის ცნობილი ისრაელი დაეთანხმება თუ არა ამ გადაზიდვას ღაზას სექტორში ჰამასის განცხადებით ეგვიპტის შუამოვლობით მათ შეწყვიტეს ისრაელზე თავდასხმა მას შემდეგ რაც დასრულდა 6 თვიანი სამშვიდობო ზავი. ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ამ მდგომარეიობის განსახილველად ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეგვიპტის პრეზიდენტი ერთმანეთს ხუთშაბათს ქაიროში შეხვდებიან . ამ კონფლიქტის მოგვარებაში ჰამასი დახმარებას ასევე თურქეთს თხოვს. ჰამასისის ოფიციალური პირები აცხადებენ რო თურქეთის პრემიერ მინისტრმა ტაიპ ერდოღანმა განაცხადა რომ ორშაბათს ისრაელის პრემიერ მინისტრთან ეჰუდ ოლმერტთან დაგეგმილ შეხვედრაზე ღაზის პრობლემებს განიხილავს.

XS
SM
MD
LG