ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავსტრალიის მთავრობამ დაადგინა, რომ მოჰამედ ჰანეფს უდანაშაულოა


ავსტრალიის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ პოლიციას არანაირი სამხილი არ აქვს, რათა ინდოელი ექიმი დააკავშიროს გასულ წელს დიდ ბრიტანეთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტათან.

გამოძიების შედეგებზე დაყრდნობით, ავსტრალიის მთავრობამ დაადგინა, რომ მოჰამედ ჰანეფს ბრალს ვერ დასდებენ და რომ პირიქით, ავსტრალიის პოლიციურმა და საემიგრაციო სამსახურებმა უნდა შეცვალოს თავიანთი მუშაობის სტილი.

ავსტრალიის გენერალურმა პროკურორმა რობერტ მკლელანდმა განაცხადა, რომ მოხდება ავსტრალიის ანტი ტერორისტული კანონმდებლობის გადასინჯვა.

ჰანეფი, მას შემდეგ დააკავეს, რაც მისი მობილურის სიმ ბარათი გლაზგოს აეროპორტში მანქანის აფეთქებაში ერთერთ ეჭვმიტანილს აღმოაჩნდა.

XS
SM
MD
LG