ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ საპრეზიდენტო ვადის გაგრძელებას დაუჭირა მხარი


დღეს რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ დაამტკიცა კანონი რუსეთში საპრეზიდენტო ვადის გაგრძელების შესახებ, რომელსაც ქვეყნის 83 მა რეგიონმა დაუჭირა მხარი. პარლამეტში ამ კანონის დამტკიცება ვლადიმირ პუტინის წისქვილზე დაასხამს წყალს სამომავლოდ.

საკითხის ბოლომდე გატანა პარლამენტის ზედა პალატის ხმათა უმრავლესობამ განაპირობა. ამიერიდან რუსეთის პრეზიდენტობის ვადა ოთხის მაგივრად ექვს წელიწადს გასტანს. დიმიტრი მედვედევის ხელმოწერის შემდეგ კონსტიტუციური ცვლილება იმ დღიდანვე შევა ძალაში.

ოპოზიციურმა პარტიებმა მკაცრად გააკრიტიკეს ეს გეგმა. ისინი შიშობენ,რომ კანონის მიღების შედეგად პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს უფლება ექნება მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ისევ მიიღოს მონაწილეობა.

XS
SM
MD
LG