ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეუთო საქართველოში საქმიანობას შეწყვეტს


ეუთო აცხადებს,რომ მისია დაიხურება, რადგან მისიის მანდატის გაგრძელებას ეუთოს წევრი ქვეყანა-რუსეთი სასტიკად ეწინააღმდეგება. ეს განცხადება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე სტუბმა გააკეთა. მან სინანული გამოთქვა საქართველოში მისიის მოსალოდნელ შეწყვეტასთან დაკავშირებით. ეუთოს მისიას მანდატის ვადა 31 დეკემბერს ეწურება. ამ ორგანიზაციას საქართველოში 200 კაციანი წარმომადგენლობა ჰყავს. მათ შორისაა ის 28 შეუიარაღებელი დამკვირვებელიც, რომლებიც აგვისტოს თვეში რუსეთ-საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის დღიდან კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან.

ეუთო გარდა იმისა,რომ საქართველოში სეპარატისტული რეგიონების საკითხებთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობების მოგვარებაში მონაწილეობს, პარალელურად საქართველოს დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების გეგმის განხორციელებაშიცაა ჩართული.

XS
SM
MD
LG