ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდოეთსა და პაკისტანს შორის იზრდება დაძაბულობა


ინდოეთსა და პაკისტანს შორის იზრდება დაძაბულობა. დელი ისლამაბადისგან ტერორისტების წინააღმდეგ აქტიური მოქმედებების გატარებას მოითხოვს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრანაბ მუხარჯის განცხადებით: “ ჩვენ პაკისტანისგან იმ პირობების დაცვას მოვითხოვთ რომელიც მან აღგვითქვა და რომელიც ყველა პასუხისმგებელმა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს.“ ინდოეთი ამტკიცებს რომ მუმბაიში მომხდარი ტერაქტები რომლებმაც 170 ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს პაკისტანში მოქმედი რადიკალური ისლამური დაჯგუფების ლაშქარ-ი-თაიბას ორგანიზებული იყო. ისლამაბადი თავის მხრივ დელისგან დამამტკიცებელი საბუთების წარმოდგენას მოითხოვს. ამასობაში პაკისტანის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები ისლამაბადის, რავალპინდის და ლაჰორის თავზე დაფრინავდნენ უშიშროების მიზნებიდან გამომდინარე.
XS
SM
MD
LG