ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომავალ წელს ტოიოტა სერიოზული პრობლემების წინაშე დადგება


ორშაბათს იაპონურმა „ტოიოტა მოტორ კომპანიამ“ სავარაუდო ფინანსური პროგნოზის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კომპანიის მესვეურთა განცხადებით 2009წლის მარტისათვის იაპონური იენის ვარდნისა და მსოფლიო ბაზარზე ავტომობილთა გაყიდვების შემცირების გამო კომპანიის ბიზნესი სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდება.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში „ტოიოტას“ ტიპის ავტომობილების შესყიდვა ნოემბრის თვიდან დღემდე სამჯერ უფრო შემცირდა.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს „ტოიოტას“ კომპანიის ბიზნესი 25მილიარდიანი დოლარის მოგებით გამოირჩეოდა.

მძიმე მდგომარეობაშია ცნობილი ავტომწარმოებელი კომპანია „ჰონდაც“. კომპანიის მოგება ბოლო თვეებში ორი მთელი სამი მეათედით შემცირდა.

ამერიკის ავტომწარმოებლებიც ასევე დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ. გაკოტრების წინაშე მდგარი „ჯენერალ მოტორსი“ და „კრაისლერი“ სახელმწიფო დახმარების იმედად დარჩნენ. მათ ჩვიდმეტ ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარება იმისათვის გადაეცათ, რომ საწარმოთა სასწრაფო რეკონსტრუქცია მოახდინონ.

XS
SM
MD
LG