ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლებმა  მაღალი დონის შეხვედრა გამართეს


აგვისტოს ომის შემდეგ პირველად ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლებმა მაღალი დონის შეხვედრა გამართეს . მომავალ თვეს დაგეგმილია კიდევ ერთი შეხვედრა. ამ გეგმების შესახებ განცხადება რუსეთის ელჩმა ნატოში დიმიტრი როგოზინმა პარასკევს ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანთან იაპ დე ჰუპ სხეფერთან შეხვედრისას გააკეთა. სამხედრო ექსპერტები თვლიან რომ მიუხედავად მსოფლიო ლიდერი ქვეყნების მოსკოვთან დაძაბული ურთიერთობისა ნატოს წევრი ქვეყნების გარკვეული ნაწილი კავშირის გაწყვეტის წინააღმდეგი იყო. ამჟამად ორივე მხარემ გამოხატა ურთიერთთანამშრომლობის განახლების დიდი სურვილი. მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სეგრეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა რომ ოფიცალური მოსკოვი მზად არის განაახლოს მოლაპარაკება და აღადგინოს თანამშრომლობა ნატოსთან. ამის შესახებ ჩვენი გადაცემის მეორე ნახევარში უფრო დაწვრილებით ლიკა გორგილაძე ისაუბრებს.

XS
SM
MD
LG