ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის ცენტრაკლურმა ბანკმა საპროცენტი განაკვეთი  ერთ პროცენტამდე შეამცირა


იაპონიის ცენტრაკლურმა ბანკმა საპროცენტი განაკვეთი ერთ პროცენტამდე შეამცირა,მას მერე რაც იაპონიის მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკას 2010 წლისათვის ნულის ტოლფასი ზრდა უწინასწარმეტყველა. ბანკის ასეთი გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო მას მერე,რაც სამშაბათს ამერიკის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ნულის ქვემოთ დასწია. იაპონური ბანკის განცხადებით,იგი აპირებს ფასიანი ქაღალდები შეიძინოს ,რათა ყოველდღიური ხარჯები გადაფაროს და სახელმწიფოსაგან ობლიგაციები შეისყიდოს.ყველა ეს ქმედება იმაზეა გათვლილი,რომ რაც შეიძლება მეტი თანხები ჩაიდოს ფინანსურ სისტემაში იმისათვის,რათა გაიოლდეს ბიზნესებისათვის სესხის გაცემა საჭიროების შემთხვევაში . იაპონიის მთავრობის ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ქვეყნის ეკონომიკა ნული მთელი რვა მეათედამდე დავა და ამ დონეზე დარჩება 200წლამდე.

XS
SM
MD
LG