სამი ამერიკული ავტომწამოებელი კომპანიისაგან ორი უკვე ელოდება სასწრაფო სესხის მიღებას სახელმწიფოს მხრიდან. ვარაუდობენ,რომ ავტომწარმოებელთა კომპანიებისათვის სესხის გადაცემის დასრულების საკითხი დღის ბოლომდე გადაწყდება. 2009 წლის დასაწყისში „ჯენერალ მოტორსი“ და „კრაისლერი“ ბუშის ადმინისტრაციასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად 14მილიარდ დოლარს მიიღებენ სახელმწიფოსაგან.ავტომწარმოებლებსა და თეთრს სახლს შორის დაძაბული მოლაპარაკებები მას მერე გრძლედებოდა,რაც სენატმა დახმარების პაკეტის გაცემის საკითხი წინა კვირას ჩააგდო. ჯენერალ მოტორსი და კრაისლერი გლობალურ რეცესიის კატასრტოფულ შედეგებს წინაშე მას მერე დადგნენ,რაც კრედიტებსა და ავტომობილებზე მომხმარებელთა რაოდენობამ დაიკლო.კომპანიების განცხადებით ,ამჟამად ისინი სარეზერვო ფონდებს იყენებენ წარმოებაში და მალე გაკოტრდებიან.კრაისლერს ჯამში დღეიდან მოყოლებული ოცდაათი საწარმოს დახურვა მოუწევს. ტრადიციულად საშობაო და საახალწლო დღესასწაულის დროს ავტომწარმოებლები კომპანიებში დასვენების დღეებს აცხადებენ ,მაგრამ კრაისლერის განცხადებით, გამოუვალი მდგომარეობის გამო კომპანია ქარხნებს ამჯამად ხანგრძლივი დროით დახურავს.
პოპულარული
1