ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამასი აცხადებს, რომ ექვსთვიანი ხელშეკრულების ვადა  ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე  ამოიწურა



პალესტინის მეამბოხეთა დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ ექვსთვიანი ხელშეკრულების ვადა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ამოიწურ ჰამასის განცხადებით ხელშეკრულების განახლებაზე საუბარი არ არის. შეთანხმების ვადა დღეს დილით დასრულდა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ მოქმედება ივლისიდან დაიწყო, მაგრამ უკვეე რამოდენიმე კვირაა შეიმჩნევა არასტაილურობა. ჰამასის წევრბი ისრაელის მიმართულებით რეგულარულად რაკეტებსა და ნაღმებს ისროდნენ, ისრაელი საპასუხოდ პალესტინის კონტროლირებული ღაზის სექტორის ბლოკადას აძლიერებდა და სარაკეტო შეტევებს ახორციელებდა.ორივე მხარე შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადნაშაულებდა. შეთანხმების შუამავლად ეგვიპტის მთავრობა იდგა. ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით ისინი თანახმა არიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულონ, მაგრამ არა იმ პირობებში , როდესაც პალესტინის ტერიტორიიდან ადგილი აქვს საჰაერო დარტყმებს. ხუთშაბათს პალესტინამ რაკეტები დაუშინა ისრაელის სამხრეთ ტერიტორიას, ხოლო ისრაელმა სამხედრო თვითმფრინავებით დარტყმა პალესტინელების მიმართულებით გააკეთა

XS
SM
MD
LG