ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-სთან პარტნიორობის ხელშეკრულება


საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ორმხრივი ურთიერთობების ”ახალ ეტაპზე” გადაყვანაზე მუშაობენ, რაც საქართველოსთვის უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს, განაცხადა საქართველოს მომავალმა ელჩმა აშშ-ში ბათუ ქუთელიამ. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ 16 დეკემბერს თბილისში განაცხადა, რომ საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ ასახონ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა რეალურ ქმედებებში. ”ის, რაზეც დეტალურად ვისაუბრეთ [საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან], არის აშშ-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების და სტრატეგიულ პარტნიორობაზე,” - განაცხადა მან. ”ჩვენ კვლავ ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ ავსახოთ ეს მშვენიერი სიტყვები - სტრატეგიული პარტნიორობა - ჩვენს რეალურ ქმედებებში, რეალურ ცხოვრებაში”. მოგვიანებით პრესკონფერენციაზე საუბრისას მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ მთავარი მიზანია საქართველოს დახმარება ნატოს წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმების შესრულებაში. ”ამის გარდა დეტალებზე ვერ ვისაუბრებდი, რადგანაც ჩვენ კვლავაც ვამუშავებთ ჩვენს იდეებს,” - განაცხადა ბრაიზამ და დასძინა, რომ არანაირი ხელშეკრულება ჯერჯერობით არ არსებობს. როგორც ერთერთ სატელევიზო ინტერვიუში ამერიკაში საქართველოს მომავალმა ელჩმა ბრძანა, ეს პარტნიორობა იქნება ერთადერთი გარანტია საქართველოს უსაფრთხოების და ტერიტორიალური მთლიანობის. საინტერესოა, რას გულისხმობს ეს გარანტია და რა ტიპის გარანტიებზეა საუბარი. აი, მაგალითად ჩვენ მედიის მეშვებოით ყოველდღიურად გვაფრთხილებენ, რომ შესაძლებელია რუსეთი კვლავ დაგვესხას თავს, ასეთ დროს და ამ შემთხევაში რას გულისხმობს ეს პარტნიორობა ამერიკასთან და როგორ გვიცავს ის ჩვენ შესაძლებლი სამხედრო აგრესიისგან. ჩვენს კითხვას ყოფილი თავდაცვის მინისტრი და მომავალი ელჩი ამერიკაში ბათუ ქუთელია პასუხობს. ბათუ ქუთელია- ერთ-ერთი მეთოდი არის შეკავება, ეს ტერმინი იხმარება იმ შემთხვევაში, როდესაც აგრესიულ ძალას, მეორე მხარეს ხვდება ისეთი ძალა, რომელიც თავდამსხმელს მიაყენებს არანაკლებ ზიანს. ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანია, რუსეთს დავანახოთ, რომ აგრესია საქართველოს მიმართ, მას ძვირი დაუჯდება. და აგრეთვე, ეს პარტნიორობა გულისხმობს ეკონომიკურ პარტნიორობას, სოციალურ პროექტებს, დახმარებას განათლების სფეროში, ხალხის დაახლოვებას ერთამენთთან და ა.შ.

XS
SM
MD
LG