ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში შინაგან საქმეთა სამინისტროს დაახლოებით 35 წევრი დააკავეს


ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით უშიშროების ძალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაახლოებით 35 წევრი დააკავეს. მათ შორის რამოდენიმე გენერალი.

როგორც ერაყის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ დაკავებული მაღალჩინოსნების ნაწილი კორუფციის ბრალდებით დააკავეს ხოლო დანარჩენებს კი სადამ ჰუსეინის ბაათის პარტიის აღდგენის მცდელობაში ედებათ ბრალი.

დაკითხულთა შორის იყვნენ ბაათის პარტიის შვილობილი პარტიის ალ ავდას ანუ „დაბრუნების“ წევრები. გაზეთ ნიუ იორკ ტაიმის განცხადებით ალ ავდას, ერაყის მთავრობის ჩამოგდება სურდა.

აქვე აღნიშნულია, რომ რეგიონში ბოლო დროს საკმაოდ დაძაბული მდგომარეობაა მოახლოებული რეგიონალური არჩევნების გამო.ამიტომ გადატრიალებისა და კონსპირაციის შესახებ მითქმა მოთქმა შეიძლება არ იყოს მართალი. დაკავებების სერიას კი პრემიერ მინისტრის ნური ალ მალიკის ძალაუფლების გამყარების მცდელობას უკავშირებენ.

XS
SM
MD
LG