ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთის სამხედრო მისია ერაყში მომავალი წლის 31 მაისს დასრულდება


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი აცხადებს, რომ ბრიტანეთის სამხედრო მისია ერაყში მომავალი წლის 31 მაისს დასრულდება. ბატონმა ბრაუნმა და ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიკიმ დღეს დილით ბაღდადში ერთობლივი პრეს-კონფერენცია მოაწყეს.ორივე პრემიერმა აღნიშნა, რომ ბრიტანელი სამხედროები დასახულ მიზანს მომავალი წლის პირველ ნახევარში მიაღწევენ და დაამატეს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება და სხვა განზომილებას შეიძენს. გასულ კვირას ბრიტანეთმა განაცხადა, რომ ერაყში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის დიდ ნაწილს მომავალი წლის ივლისისთვის გაიყვანს. ბრიტანეთი ამერიკის შემდეგ ყველაზე ფართო სამხედრო კონტინგენტითაა წარმოდგენილი ერაყში, სადაც ამჟამად ოთხი ათას ასი ბრიტანელი სამხედრო მსახურობს. გუშინ ერაყის ელჩმა შეერთებულ შტატებში ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციას მისი ქვეყნის გასაჭირში თანადგომა სთხოვა და აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში თუ ერაყი არშემდგარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, ეს მრავალჯერ უფრო უარესი იქნება ვიდრე სომალი.
XS
SM
MD
LG