ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავთობის მოპოვება დღეში 2 მილიონი ბარელით შემცირდება


ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მინისტრები შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. მათი განცხადებით, ამ ზომებს ისინი ნავთობის ფასის საგრძნობი ვარდნის შესაჩერებლად იღებენ. ოფიციალური პირების შეხვედრა დღეს ალჟირში გაიმართება.მოსალოდნელია, რომ ნავთობის მოპოვება დღეში 2 მილიონი ბარელით შემცირდეს. ამჟამად შეიმჩნევა ნავთობის ფასების უმნიშვნელო ზრდა, რასაც მანამდე წინ უსწრებდა ფასებისკლება 44 დოლარი ბარელზე. აზიის საფონდო ბირჟებზე დღეს შეიმჩნეოდა მაჩვენებლების ზრდა, რასაც უკავშირებენ აშშ-ს ცენტრალური ბანკის მიერ საკრედიტო განაკვეთის 0.25%-მდე შემცირებას. ვარაუდობენ, რომ ეს უკანასკნელი ქვეყნის ეკონომიკის მძიმე რეცესიიდან გამოყვანას შეუწყობს ხელს. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა რეკორდული მაჩვენებლით შეამცირა საკრედიტო განაკვეთები 0-დან 0.5%-მდე
XS
SM
MD
LG